About the Journal
თანამედროვე საზოგადოებას ინფორმაციულს უწოდებენ. ინფორმაცია განსაკუთრებულ როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში და ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს ჰუმანიტარულ მეცნიერებებსაც. სულ უფრო აქტუალურია ინტერდისციპლინური კვლევები, რადგან თანამედროვე მეცნიერების განვითარება შეუძლებელია პრობლემებისადმი კომპლექსური მიდგომის, მრავალი სხვადასხვა დარგის ურთიერთთანამშრომლობის გარეშე. ჰუმანიტარულ მეცნიერებებში დამკვიდრდა ზუსტი მეცნიერებების კვლევის მეთოდები. შთამბეჭდავია ციფრული ჰუმანიტარიის მიღწევები, რამაც სათავე დაუდო ჰუმანიტარული ცოდნის განვითარების ახალ ეტაპს და სრულიად ახალი შესაძლებლობების წინაშე დაგვაყენა.
საყოველთაო გლობალიზაციის, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში, როცა იცვლება ჩვენი ცხოვრების წესი და რიტმი, ჰუმანიტარულ მეცნიერებებშიც განვითარების ახალი ტენდენციები იჩენს თავს. როგორია ცვლილებათა არსი, რამდენად თანმდევია ჩვენი კვლევების თემატიკა, კვლევის მეთოდები? ანუ რას ვიკვლევთ? რატომ და როგორ?
სწორედ ამ აქტუალობიდან გამომდინარეობს ჟურნალის სახელწოდებაც - „ჰუმანიტარული მეცნიერებები ინფორმაციულ საზოგადოებაში“.