უცხოური ფენა ტაოს ტოპონიმიაში

Main Article Content

მამია ფაღავა

ანოტაცია

ტაო ძველი საქართველოს ვრცელი პროვინციაა. ტრადიციულად იგი ორად იყოფა: ამიერტაო (ტაოს ჭოროხისა და მისი შენაკადების ხეობები) და იმიერტაო (ოლთისისწყლის, თორთუმისწყლისა და მათი შენაკადების ხეობები). ქართულ საისტორიო ძეგლებში გვხვდება ამიერ–ტაო (ქ.ცხ.I, 278,5), ტაოს ორივე კერძო (ქ.ცხ.I, 275,14) და ქუემო ტაო (ქცხ.I,251,18)... სინტაგმა ,,ტაოს ორივე კერძო’’, ჩვენი აზრით, ამიერ და იმიერ ტაოს გულისხმობს. სხვაგან კიდევ დასტურდება მრ. ფორმა, – ტაონი, რომელშიც ტაოს ქვეყნის აღნიშნული ორი ნაწილი იგულისხმება. დღევანდელი მდგომარეობით ტაო, ჭოროხის სხვა ქვეყნების მსგავსად, შესაძლებელია, ორად გავყოთ: მექართულე ტაო და მეთურქულე ტაო. ,,ქვეყნის’’ უმეტესი ნაწილი ახლა მეთურქულეა, ქართული მხოლოდ ერთ მცირე ხეობაში, ელიასხევში გაშენებულ რამდენიმე სოფელშიღა ისმის და ბინათში.

გამოქვეყნებული: Feb 1, 2023

Article Details

გამოცემა
სექცია
ენათმეცნიერება