მარადიდული კლარჯული თხრობის თავისებურებანი

Main Article Content

ნათელა ფარტენაძე

ანოტაცია

ნებისმიერი დიალექტის ენობრივი მახასიათებლები განსაკუთრებულად წარმოჩნდება ბუნებრივი, გაბმული, ცოცხალი საუბრის პროცესში. ლინგვისტურად საინტერესოა ამა თუ იმ კუთხის მკვიდრთა თხრობის მანერა, გამოთქმა, ზეპირი მეტყველება ზოგადად. სტატიაში მიზნად დავისახეთ გამოგვეკვეთა მარადიდელთა თხრობის თავისებურებანი. ვეყრდნობით ზემო და ქვემო მარადიდსა და საქარიის სოფლებში მცხოვრებ მარადიდელ მუჰაჯირთა შთამომავლების მეტყველებაზე ჩვენს უშუალო დაკვირვებას. ბარემ აღვნიშნავთ, რომ ჩაწერილი ტექსტი ხშირად ვერ ასახავს თქმულს, სხვაგვარად, ყველაფრის ქაღალდზე გადატანა ვერ ხერხდება.

გამოქვეყნებული: Feb 1, 2023

Article Details

გამოცემა
სექცია
ენათმეცნიერება