მხატვრული ხერხები მედიატექსტში

Main Article Content

ნესტან მამუჭაძე

ანოტაცია

ტექსტი ჟურნალისტიკის ერთ-ერთი უპირველესი საზომი ერთეულია. სიტყვა მედიის მძლავრი იარაღია. სწორედ, სიტყვის ხელოვნება მიიყვანს ამ უკანასკნელს საზოგადოებამდე, რაც მისივე აუდიტორიას წარმოადგენს.


ჟურნალისტიკას მეოთხე ხელისუფლებას უწოდებენ. იგი მართავს აუდიტორიას. სწორედ მედიატექსტია ის მძლავრი იარაღი, რომელიც მანიპულირებს საზოგადოებაზე, ქმნის დომინანტური აზრების სისტემას. ამაში გადამწყვეტ როლს ფსიქოლოგიური ფაქტორიც თამაშობს.


მხატვრული ხერხები ჟურნალისტიკის ერთგვარი ხრიკია თუ აუცილებელი ელემენტი?! რას ემსახურება იგი - ავტორის მხრიდან მხოლოდ შემოქმედებითი ელემენტების გამოვლენაა თუ მიზანმიმართულად ყურადღების სხვა თემაზე გადატანა?! მაგალითისთვის, ალეგორია, მეტაფორა, ეპითეტი, ჰიპერბოლა, სარკაზმი, სატირა თუ შედარება (და მრავალი სხვა) რას ემსახურება ჟურნალისტურ ტექსტში და რამდენად შეგვიძლია მივიჩნიოთ თანამედროვე მედიის ერთგვარ ბერკეტად?! - ამოსავალი თვით ტექსტშია, რომელთა მიმოხილვასაც მკითხველი თემის სრულ ვარიანტში იხილავს.


ჟურნალისტური ტექსტი შეიძლება განისაზღვროს როგორც კომუნიკაციის ერთეული, რა თქმა უნდა, თუკი ტექსტუალობის შვიდივე სტანდარტს აკმაყოფილებს. ტექსტის ავტორი თვით სუბიექტია, თუმცაღა, მოგეხსენებათ, რომ მედია მხოლოდ სიმართლეს უნდა ემსახურებოდეს. მედიატექსტი რეალობის სრულყოფილ სურათს უნდა წარმოადგენდეს და მისი ავტორი მხატვრულ ხერხებსაც მხოლოდ რეალობის დასახატავად უნდა მიმართავდეს.

გამოქვეყნებული: Feb 1, 2023

Article Details

გამოცემა
სექცია
ენათმეცნიერება
ავტორის ბიოგრაფია

ნესტან მამუჭაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი მასობრივ კომუნიკაციაში