დიდი დეპრესიის” პერიოდის ამერიკული კინო - ეროვნული იდენტობის ძიებაში
Main Article Content
ანოტაცია
„დიდი დეპრესიის“ ლიკვიდაცვიისთვის წარმოებული „ახალი კურსი“, რომლის მთავარი იდეოლოგი ამერიკის პრეზიდენტი ფრაკლინ დელანო რუზველტი გახლდათ, მძლავრი იმპულსი აღმოჩნდა როგორც ამერიკის ეკონომიკური გარდატეხის, ასევე, ეროვნული იდენტობის მოძიებისა და განსაზღვრის ეტაპზე. რუზველტის რეფორმატორული კურსი ჰოლივუდის კინოწამოების საპროგრამო თეზად იქცა. ამერიკის პრეზიდენტის რადიო-ციკლის რიტორიკა გავლენას ახდენს ამერიკული კინოს პოლიტიკურ ნარატივზე. 1930-იანი წლების მეორე ნახევარში, როცა ეკონომიკურმა კატასტროფამ ამერიკულ ფასეულობათა სისტემა შეარყია, ჯონ ფორდის ფილმების ჟანრული მოდელის კონსტრუირების შედეგად, რეჟისორის შემოქმედებაში ეპიკური ხასიათის სოციალური დრამები და ისტორიულ-პატრიოტული თემატიკის კინონაწარმოებები ჩნდება, რომელთა ეპიცენტრში რუზველტის „მივიწყებული ადამიანი“ აღმოჩნდა.
„დიდი დეპრესიის“ დისკურსთან მიმართებით სტატიაში გაანალიზებულია და შეფასებული ფორდის ის ფილმები, რომლებიც პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნის ავტობიოგრაფიულ პასაჟებს შეიცავს: The Prisoner of Shark Island, (1936) და Young Mr. Lincoln, (1939); ლინკოლნის მხატვრული სახის შექმნისას, ფორდი სრულ უნისონშია რუზველტის „ახალ კურსთან“ ; მკაფიოდ იკვეთება პარალელები ორ ცნობილ სახელმწიფო და პოლიტიკურ ლიდერს შორის _ რუზველტის თანამედროვე და ლინკოლნის ეპოქის ამერიკასთან.