სოციალური პროექტები თანამედროვე ორგანიზაციებში და მედიაში მათი გაშუქების სპეციფიკა (ქართული ბიზნეს სექტორის მაგალითზე)
Main Article Content
ანოტაცია
ნაშრომში „სოციალური პროექტები თანამედროვე ორგანიზაციებში და მედიაში მათი გაშუქების სპეციფიკა” ქართული ბიზნეს სექტორის მაგალითზე, ყურადღება გამახვილებულია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობის აღქმაზე თანამედროვე ბიზნეს ინსტიტუტების მიერ. განხილული მაგალითებით ნათლად ჩანს, თუ რა გავლენას ახდენს სოციალური პროექტები საზოგადოების შეფასებაზე. ეს გავლენები პირდაპირ უკავშირება კომპანიის დადებითი, სანდო და მყარი იმიჯის ფორმირებას.
ნაშრომში განიხილება თანამედროვე ქართული ბიზნეს სექტორი, მოყვანილია სხვადასხვა პერიოდის მაგალითები. გაანალიზდა, თუ როგორ შეიცვალა მიდგომა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისადმი გასული წლების განმავლობაში. მოყვანილი მაგალითები და კვლევამ დაგვეხმარა დაგვანახა, თუ რა ზემოქმედებას ახდენს სოციალური პასუხისმგებლობა კომპანიაზე და საზოგადოებაზე.
ნაშრომში წარმოდგენილი კონტენტ-ანალიზი ნათლად წარმოაჩენს ბიზნეს სექტორში სოციალური კუთხით წამოჭრილ საჭიროებებსა და პერსპექტივებს. საინტერესოა, აგრეთვე სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თუ როგორ მოხდა სამიზნე სფეროების გაფართოება და განსხვავებულ ჭრილში წარმოჩენა. თუ კი ადრე ბიზნეს ინსტიტუტებისთვის საკმარისი იყო მხოლოდ საკუთარ მოგებაზე ზრუნვა, დღეს უმაღლეს სტანდატებს შეესაბამება საზოგადოების საჭიროებების გათავისება, ეთიკური სტანდარტების დაცვა და გარემოზე ზრუნვა.