„CLICKBAIT” სათაური, როგორც მანიპულაციური სტრატეგია
Main Article Content
ანოტაცია
სათაურის ფორმულირება ციფრულ მედიაში აქტუალური პრობლემაა, რადგან თანამედროვე რეალობაში მისი ახლებურად გაზრება გახდა საჭირო. გამოსაკვლევია რამდენად შეიცვალა მისი კლასიფიკაციის ასპექტები და როლი ციფრულ ეპოქაში, რა საბაზისო დატვირთვა შეუნარჩუნდა მას ფუნქციური თვალსაზრისით ონლაინ მედიაში. დაკვირვების , ანალიზის და შეპირისპირების მეთოდის გამოყენება საშუალებას გვაძლევს დადგინდეს ცვლილებები სათაურის კლასიფიკაციაში, მისი გამოყენებადობის ხარისხი მრავალსახეობის კუთხით. ასევე, შეფასდეს სათაურის ახალი „ფუნქციაც“, როგორც მანიპულაციის იარაღად გამოყენება. გამოიკვეთოს
„ახალი ფუნქციის“ მიზანი - მასალის ნახვადობის გაზრდა და შედეგი - მავნე ზეგავლენა ციფრულ აუდიტორიაზე.კვლევის მიზნიდან გამომდინარე, მოვიძიეთ მკვეთრი, დამაინტრიგებელი „Clickbait”-სათაურის ნიმუშები ინფორმაციულ ვებსაიტებზე და ანალიზის მეთოდის გამოყენებით შევეცადეთ ტექსტებთან მათი ურთიერთმიმართების საკითხის გარკვევა. ასევე, სათაურების ინფორმაციული და ემოციური ფუნქციის აღწერა, ავტორის სათაურთან დამოკიდებულების გამოკვეთა და საზოგადოებაზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედების ხარისხის დადგენა. წარმოდგენილი ნაშრომი, საშუალებას იძლევა დავასკვნათ, რომ ოფიციალური მედიები ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე, დგანან გამოწვევების წინაშე. მანიპულაციურ სათაურს, როგორც ხერხს ისინი იყენებენ მოგების მისაღებად, რაც საბოლოო ჯამში იწვევს მკითხველთა შეცდომაში შეყვანას და გრძელვადიან პერსპექტივაში მათ უკურეაქციას. ასეთი მიდგომა უარყოფით გავლენას ახდენს ჟურნალისტიკის განვითარებაზე. აუდიტორიას მოკლებული მედია ვერ გაუძლებს იმ კონკურენციას, რომლის წინაშეც დააყენა ტექნოლოგიურმა პროგრესმა.