ქართული და ამერიკული თოქშოუების ორგანიზების სტერეოტიპები

Main Article Content

სალომე დვალიშვილი

ანოტაცია

წარმოდგენილი სტატია ეხება ქართულ და ამერიკულ პოლიტიკურ თოქშოუებში რამდენადაა დაცული ან დარღვეული სტრუქტურული სტერეოტიპები და რაში მდგომარეობს მათი ლინგვისტური თავისებურებები. ჩვენი კვლევის ობიექტია რამდენიმე ამერიკული პოლიტიკური თოქშოუ Meet the Press, All in with Chris Hayes, The dailt show with Trevor Noah. ქართული თოქშოუები „გიორგი თარგამაძის ფორმულა“, “პოლიტმეტრი“, „სანაია“, „ღამის მთავარი“, „დროული კითხვები“ და „რეაქცია“.


კვლევაში გამოყენებულია შეპირისპირებით-აღწერითი მეთოდი, რის საფუძველზეც ვცდილობთ პასუხი გაეცეს კითხვებს: თუ რა მსგავსება და განსხვავება დგინდება ამერიკულ და ქართულ თოქშოუებში, როგორც სტილისტურ-სტრუქტურული, ასევე ლინგვისტური. ასევე რა მიმართვის ფორმები გამოიყენება ინგლისურენოვან და ქართულ თოქშოუში, რამდენად იდენტურია მისალმების ბლოკი და თოქშოუს გახსნის ფრაზები. რამდენად მიყვებიან გადაცემის წამყვანები და სტუმრები საკუთარი ქვეყნებისთვის დამახასიათებელ კულტურულ და მასმედიისთვის დამახასიათებელ სტერეოტიპებს. ხდება თუ არა ოპონენტების მიერ კონფლიქტის პროვოცირება და ერთმანეთის შეურაცხყოფა. დიალოგი უმეტესად კონსტრუქციულ რეჟიმში მიმდინარეობს თუ დესტრუქციულში.


თოქშოუს იმ ნაწილში სადაც დისკუსია მიმდინარეობს, ამერიკელები ერთმანეთსაც აკრიტიკებენ, მაგრამ საუბარში უფრო მეტად ინარჩუნებენ დიალოგურ მონაცვლეობას (TURNTAKING) ანუ, იცავენ თავის რიგს. ქართველი პოლიტიკოსები კი ხშირად ერთროულად საუბრობენ. მათი სამომავლო გეგმების გარჩევა ადვილი არ არის, არ ერიდებიან ოპონენტების კრიტიკას, რაც ხშირად შეურაცხყოფაში გადადის და მათი გამონათქვამები სატელევიზიო სტუდიას ბრძოლის ველადაც აქცევს.

საკვანძო სიტყვები:
რიგობითობა, თოქშოუ, სტერეოტიპები, ლინგვისტურ-სტილისტიკური-სტრუქტურული თავისებურებები
გამოქვეყნებული: Nov 15, 2022

Article Details

გამოცემა
სექცია
მასობრივი კომუნიკაცია